ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე „ჟუვენტუტ ბადალონა“ ადვილად, 90:70 დაამარცხა, ხოლო გიორგი შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 9-დან 9 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა.
„ტენერიფეში“ ასევე გამორჩეული იყო მარსელინო უერტასი, რომელმაც 22 ქულით და 12 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა.
„ლენოვო ტენერიფე“ 9 მოგებით და 8 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 იანვარს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.