ესპანეთის თასის 1/16 ფინალური მატჩი, რომელშიც ქვედალიგელი „ლუგო“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა, მადრიდელების დამაჯერებელი გაიმარჯვებით 1:3 დასრულდა. ცხადია, შემდგომ ეტაპზე „ატლეტიკო“ გავიდა.
სტუმრები მატჩის მეორე წუთზე დაწინაურდნენ - გოლი ფორვარდმა ანხელ კორეამ გაიტანა. თუმცა შესვენებამდე „ლუგომ“ თავდამსხმელი ლეანდრო ანტონეტის გოლის წყალობით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.
66-ე წუთზე „ატლეტიკო“ კვლავ დაწინაურდა - მემფის დეპაიმ გაიტანა. რვა წუთის შემდეგ კი ნიდერლანდელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა. მატჩი ასევე დასრულდა - 1:3.
„ატლეტიკო“ ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა. დიეგო სიმეონეს გუნდმა 19 ტურის შემდეგ 38 ქულა დააგროვა. ამისდაკვალად, ლიდერებს მადრიდის „რეალსა" და „ჟირონას“ 10 პუნქტით ჩამორჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაალამაზებს, ლალიგას.
კარგია