„მეცის“ ფეხბურთელმა არტურ ატამ გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, იმედი აქვს, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდს ისე დაეხმარება, როგორც გასულ სეზონში დაეხმარა.
„ყველას გაგვიხარდა გიორგის დაბრუნება. იმედი გვაქვს, რომ ის ძალიან დაგვეხმარება, როგორც შარშან. ის დაბრუნდა, მაგრამ თითქოს, არასდროს წასულა და მოუთმენლად ველით, რომ ის მოგვიტანს ყველაფერს, რაც გასულ სეზონში მოგვიტანა“, - თქვა ატამ.
შეგახსენებთ, რომ „მეცი“ უახლოეს მატჩს 14 იანვარს, „ტულუზთან“ ჩაატარებს და მიქაუტაძის ხელახალი დებიუტიც სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრაში შედგება.