ფეხბურთი

17:37 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ზამთრის ჩემპიონია

„ინტერმა“ სერია A-ს მე-19 ტურში „ვერონა“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ზამთრის ჩემპიონია.

სიმონე ინძაგის გუნდი დასაწყისშივე ლაუტარო მარტინესმა დააწინაურა, რასაც 74-ე წუთზე ტომა ანრიმ უპასუხა - 1:1. ვერონელები ახლოს იყვნენ ქულასთან, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩნენ.

დავიდე ფრატეზიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე „ნერაძური“ ისე წინ გაიყვანა. თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მე-100 წუთზე ანრის დუბლისთვის დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.

შედეგად, „ინტერმა“ პირველი წრე 48 ქულით დაასრულა და მას „იუვენტუსი“ ვერ დაეწევა ამ ტურში, რადგან 5 ქულით ჩამორჩება და მოგების შემთხვევაშიც, ტურის შემდეგ „ინტერი“ ლიდერი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის ჩემპიონია.

0.114373