ფეხბურთი

16:05 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა მარიო ზაგალო

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაგალომ საფეხბურთო კარიერა „ფლამენგოსა“ და „ბოტაფოგოში“ გაატარა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა. შემდეგ მან მწვრთნელობა დაიწყო და არაერთ კლუბში იმუშავა, მათ შორის, ბრაზილიის ნაკრებში 1967-1968, 1970-1974 და 1994-1998 წლებში.

ზაგალო ფეხბურთელის რანგში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია 1958 და 1962 წლებში. მწვრთნელის სტატუსით 1970 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, 1997 წელს კონფედერაციათა თასი და კოპა ამერიკა მოიგო, ხოლო 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117806