ფეხბურთი

12:47 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრებიდან დინიზი დაითხოვეს

ბრაზილიის ნაკრებს ფერნანდო დინიზი აღარ გაწვრთნის, რომელიც „სელესაოში“ დროებით მუშაობდა.

„ფლუმინენსეს“ თავკაცის გათავისუფლება ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გადაწყვიტა. მან ბრაზილიის ნაკრებს ექვს მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც მისმა გუნდმა მხოლოდ ორი თამაში მოიგო (1 ფრე, 3 წაგება).

„სელესაოში“ კარლო ანჩელოტის დანიშვნა სურდათ, მაგრამ იტალიელმა „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დინიზს „სან პაულუს“ ამჟამინდელი მწვრთნელი, დორივალ ჟუნიორი შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107661