გაგი მარგველაშვილი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს. მისი ტრანსფერი „ოკლენდ რუტსის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ეს კლუბი ამერიკის ქვედა ლიგაში თამაშობს. მარგველაშვილმა „ოკლენდთან“ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
„გაგის ვაკვირდებოდით და მოუთმენლად ველოდებით, რომ ის ჩვენს შემადგენლობას შეუერთდება. ის გამარჯვებული მენტალიტეტის ფეხბურთელია, რომელმაც ევროპაში მაღალი დონის ტურნირებში ითამაშა. ჩვენი მოწოდებაც ისაა, რომ გუნდში, რაც შეიძლება ბევრი გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი გვყავდეს“, - თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნოა დელგადომ.
გაგი მარგველაშვილი ბოლოს „დინამო თბილისში“ თამაშობდა, მანამდე ის „დინამო ბათუმის“, „საბურთალოს“ და „შკუპიში“ ირჯებოდა. „ოკლენდი“ ამერიკის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს.