ფეხბურთი

1:04 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცში" გიორგი მიქაუტაძე წარადგინეს (+VIDEO)

„მეცში“ გულშემატკივრების წინაშე გიორგი მიქაუტაძე წარადგინეს, რომელმაც ფანების წინაშე 10-ნომრიანი მაისური გამოფინა.

ქართველი ფრანგულ გუნდს სეზონის ბოლომდე იჯარით დაუბრუნდა და მას „კლერმონთან“ საფრანგეთის თასზე მატჩის წინ ფანები დიდი ოვაციებით და შეძახილებით დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩი ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.

აქვე გეტყვით, რომ "მეცი" დღეს საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში შინ "კლერმონთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

0.112269