ევროლიგის მე-19 ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად ბერლინის „ალბა“ 83:68 დაამარცხა. ბოლონიელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და გამარჯვება საკმაოდ ადვილად მოიპოვეს.
თორნიკე შენგელიამ 23 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუსი“ 14 მოგებით და 5 წაგებით ევროლიგაში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, თელ ავივის „მაკაბის“ სტუმრად დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სტაბილურატ კარგათ გამოიყურება
კაი შედეგია
წელს აშკარათ კარგ სეზონს ატარებს
ყოჩაღ თორნიკე