ფეხბურთი

22:38 | 5.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცოს აგენტი: "ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს"

„ნაპოლის“ კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯუფრედიმ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული და არ უთქვამს, რომ ზაფხულში დი ლორენცოს სხვა კლუბში გადაყვანა სურს.

მან ასევე კომენტარი მატეო პოლიტანოზეც გააკეთა და დაადასტურა, რომ მას საუდის არაბეთიდან სარფიანი შეთავაზება აქვს.

„დი ლორენცოზე ჩემი სიტყვები არასწორად იქნა განმარტებული. არ მინდა „ნაპოლიდან“ მისი წაყვანა, კონტრაქტი ახლახან გავახანგრძლივეთ. მე ვთქვი, რომ სწორი ნორმალურია, როდესაც ფეხბურთელი ცუდად თამაშობს, კრიტიკა მიიღო და ჩემი ფეხბურთელები ამასთან დაკავშირებით ყოველთვის იღებენ პასუხისმგებლობას. ყველას აქვს ჩავარდნა, როდესაც გუნდები კარგად ვერ თამაშობენ, გამონაკლისი მხოლოდ მარადონაა.

უბრალოდ, დი ლორენცოს მიმართ კრიტიკა ზედმეტი და საკმაოდ უხეში აღმოჩნდა, მაგრამ არა გულშემატკივრების მხრიდან. არიან პროფესიონალები და ჟურნალისტები, რომლებმაც გამოიყენეს შეურაცხმყოფელი ტერმინები, რაც ჩემი აზრით, არასწორია. ჩემი მხრიდან გაკეთებულ გარკვეულ განცხადებებს ვნანობ.

მიჩვეული ვარ ფეხბურთელების გვერდით ყოფნას, როცა რაღაც არასწორად მიდის. დი ლორენცო დამწუხრებულია იმ მომენტის გამო, რომელსაც „ნაპოლი“ განიცდის, სულ ეს არის, მან იცის, რომ კრიტიკა მისი საქმის ნაწილია.

პოლიტანო არაბეთში? შეთავაზება რეალური და კონკრეტულია. პოლიტანოს ყოველთვის ერთი აზრი ჰქონდა - კარიერის „ნაპოლიში“ დასრულება, როგორც დი ლორენცოს. არჩევანი და გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა უნდა მიიღოს. თვეებია ვსაუბრობთ კონტრაქტის განახლებაზე, მატეო ელის, რომ ის, რაც მას პრეზიდენტი დაჰპირდა, შესრულდება. ვიცით, რომ მნიშვნელოვანი მსხვერპლი უნდა გავიღოთ ეკონომიკურ დონეზე და სურს ამის გაკეთება, რათა „ნაპოლიში“ დარჩეს“, - თქვა ჯუფრედიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098714