მილანის „ინტერმა“ კანადის ნაკრების ფეხბურთელი ტეჯონ ბიუქენენი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კანადელის შეძენა ბელგიური „ბრიუგედან“ იტალიურ კლუბს 7 მილიონი ევრო დაუჯდა, მისი ხელფასი კი 1.5 მილიონი ევრო იქნება. ბიუქენენმა ხუან კუადრადო უნდა შეცვალოს, რომელიც მძიმე ტრავმის გამო რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს.
ბიუქენენი აქამდე „სიგმასა“ და „ნიუ ინგლენდში“ თამაშობდა, ხოლო 2021 წლიდან „ბრიუგეს“ მაისურით 67 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. კანადის ნაკრებში მის ანგარიშზე 35 თამაში და 4 გოლია.