„ნაპოლიმ“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პირველი ფეხბურთელი დაიმატა - პასკუალე მაძოკი.
„სალერნიტანას“ მცველის ტრანსფერი აურელიო დე ლაურენტისმა ტვიტერის პირად გვერდზე დაადასტურა, შემდეგ კი "ნაპოლის" ვებგვერდმაც გაავრცელა განცხადება.
მაძოკი ნეაპოლელებმა 3 მილიონ ევროდ შეიძინეს და 3.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ის მარჯვენა მცველია, შესაბამისად, ჯოვანი დი ლორენცოს ალტერნატივა იქნება, მაგრამ მას საჭიროების შემთხვევაში მარცხენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
პასკუალე მაძოკის აქამდე „ვერონაში“, „პიაჩენცაში“, „რიმინიში“, „პარმაში“, „პერუჯასა“ და „ვენეციაში“ უთამაშია, „სალერნიტანაში“ კი ბოლო ორი წელი ირჯებოდა. 2022 წელს მან იტალიის ნაკრებში ერთხელ ითამაშა.