ფეხბურთი

15:53 | 5.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" "იუვენტუსის" მცველს იჯარით იმატებს

„რომა“ ტურინის „იუვენტუსს“ ნიჭიერი მცველის, დენ ჰუისენის ტრანსფერზე შეუთანხმდა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

18 წლის ფეხბურთელი „ჯალოროსის“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება, მაგრამ რომაელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ. დენმა „იუვეში“ დღემდე ერთადერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მაგრამ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა დიდი კონკურენციის გამო სათამაშო დრო უმეტესად „იუვეს“ 23-წლამდე გუნდში ეძლეოდა.

„რომას“ დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს და როგორც გაირკვა, ჟოზე მოურინიოს სურვილი 18 წლის ნიდერლანდელი დაემატებინა, გადამწყვეტი გამოდგა. იჯარის საფასური დაახლოებით 700 000 ევროს შეადგენს.

0.116033