„ნაპოლის“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ცენტრის გაძლიერება სურს და ერთ-ერთი ვარიანტი რადუ დრაგუშინია.
„ჯენოას“ 21 წლის ფეხბურთელს შესანიშნავი სეზონი აქვს და არაერთი კლუბის ყურადღება მიიქცია. იტალიური მედიის ინფორმაციით, ნეაპოლელები „ჯენოას“ 20 მილიონ ევროს, ლეო ოსტიგორს და ასევე, იჯარით ალესანდრო ძანოლის სთავაზობენ.
თუმცა, ამავდროულად ცნობილია, რომ რუმინელისთვის ბრძოლაში ამჟამად ყველაზე კარგ ვითარებაში ლონდონის „ტოტენჰემია“.
რადუ დრაგუშინი „იუვენტუსის“ აღზრდილია, სადაც მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, შემდეგ ის განათხოვრებული იყო „სამპდორიასა“ და „სალერნიტანაში“, ხოლო „ჯენოაში“ 2022 წლიდან დღემდე 61 მატჩში 6 გოლი გაიტანა.