ფეხბურთი

23:16 | 4.01.2024 | ნანახია 2189 - ჯერ

"ემპოლიში" საბა გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები ცნობილია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია, „ემპოლიში“ სამედიცინო შემოწმებას 5 იანვარს გაივლის.

ჯანლუკა დი მარციო ამასთან ერთად იტყობინება, რომ საბა იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და გუნდთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლიში“ თავის დროზე ლევან მჭედლიძეს და ირაკლი შეყილაძეს აქვთ ნათამაშები. ტოსკანელები ამჟამად სერია A-ში 18 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. იტალიაში ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი და საბა საზონოვი თამაშობენ.

19 წლის საბა გოგლიჩიძე „ტორპედოში“ 2019 წლიდან თამაშობდა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში კი 4 მატჩი აქვს ჩატარებული.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:14 | 05.01.2024
alfadhirhaiti (7526)

მედია ღრმა სათადარიგოდ არ წაუყვანიათ. წარმატებები!

20:09 | 05.01.2024
alfadhirhaiti (7526)

ხვადაგიანის ტრანსფერს უფრო ველოდი. პოტენციალები აქვს ტოპ კლასის, რანაირად არ ყიდულობენ.

18:16 | 05.01.2024
qomagi (1575)

კიდევ ერთი უჭკუობა ქართული გუნდების მხრიდან. რატომ მიდის ფეხბურთელი იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით? უფასოდ აიყვანდა მხოლოდ ემპოლი და თუნდაც 100 000 ევროს არ ან ვერ გადაიხდიდა? მაგრამ თვითონ ჩვენი ჩემპიონატი არის უბანძესი ყველაფერთან ერთად მენეჯმენტის კუთხითაც, ბათუმის დინამოს გამოკლებით. გუნდებს რომ მხოლოდ 6 თვიანი ან მაქსიმუმ 1 წლიანი კონტრქტით ან იჯარით აჰყავთ ფეხბურთელები, გუნდები კი არა ფარჩაკები არიან და ფულის გაკეთების გარდა, არც არაფერი აინტერესებთ, მაგრამ ამაშიც ნიჭი არ აქვთ. აბა ემპოლიში ჭკვიანი ადამიანი ფეხბურთელს უფასოდ გაუშვებს?

0.135268