ფეხბურთი

21:12 | 4.01.2024 | ნანახია 1202 - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "დაბრუნებით ბედნიერი ვარ, რადგან ჩემთვის ეს სიყვარული ბევრს ნიშნავს"

გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, ფანების სიყვარული მისთვის ბევრს ნიშნავს და ერთი სული აქვს მათ წინაშე მოედანზე გავიდეს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ დავბრუნდი. როცა „აიაქსში“ წავედი, ბევრი მესიჯი მივიღე და კიდევ უფრო ბევრი მივიღე ბოლო დღეებში. მინდოდა ყველასთვის მადლობა გადამეხადა, რადგან მთელი ეს სიყვარული ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ „მეცის“ ფერებით ვითამაშებ და მოუთმენლად ველოდები მოედანზე ისევ ამ მაისურით, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გასვლას“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩები 5 იანვარს საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“, ხოლო ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:01 | 05.01.2024
Ginóbili_20 (121)

King George is Back ! - ესე გამოეხმაურა ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი ვიდეოთი.

რეალურად არ გამოვიდა რა აიაქსის თემა, მარა გულდასაწყვეტიც არაა ძაან, იმიტო რო რას გავდა ეს აიაქსი. ლიგა 1-ში უნდა იყოს, აკრიფოს ფორმა, დაჟე შემდეგ სეზონშიც რო დარჩეს მანდ, და უკვე იმის მერე თუნდაც ლიონში ან მარსელში ან ეგეთ უფრო დიდი ფრანგულ გუნდშიც რო წავიდეს მშვენიერი იქნება მისთვის. მერე კი შეილება რომელიმე გრანდზე ფიქრი.

კარგია რო ეხლა წავიდა და დიდი შანსია თუ კარგად ჩაჯდება ხელახლა მეცში, რო უკვე მარტისთვის კაი ფორმაში შეხვდეს ლუქსემბურგთან თამაშს. მე ამწუთას ბუდუ მირჩევნია და ეხლა რო იმართებოდეს უეჭველი ბუდუს დავაყენებდი ძირითადში, მარა მარტამდე კიდე დიდი დროა და თუ აკრიბავს და შეყრის გოლებს, თან იმის ფონზე რო კვარა არ გვეყოლება, შეილება ისევ ეს დააყენოს ლუქსემბურგთან. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული მოკლედ.

ისე კი წარმატებები ჟორჟს !

12:40 | 05.01.2024
ზებე (213)

ტერორისტივით რატომ გამოიყურება

21:43 | 04.01.2024
georgianwelder (778)

ათნომრიაან, წარმატებები გიორგის. ამოიქოქება სეზონის დარჩენილ ნაწილში.

0.129355