დრამატული გამოდგა "ორლანდო მეჯიქისა" და "საკრამენტო კინგსის" დაპირისპირება. NBA-ის მორიგი ტურის შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო და "მეჯიქმა" ზედიზედ მესამე მარცხი, ანგარიშით 135:138 განიცადა.
პაოლო ბენკერომ პირადპი რეკორდი დაამყარა და 43 ქულა ჩააგდო, თუმცა მე-3 ოვერტაიმში გადამყვანი სამიანი ააცილა და ეს გადამწყვეტიო გამოდგა.
ამ დრამატიზმით სავსე მატჩში მონაწილეობა მიიღო გოგა ბითაძემ, რომელიც ზედიზედ მესამედ, მიუხედავად ვენდელ კარტერის მზადყოფნისა, "ორლანდოს" სასტარტო ხუთეულში იყო. ამჯერად სათადარიგო კარტერმა ბითაძეზე უკეთესი სტატისტიკა აჩვენა. მან ერთმანეთის მიყოლებით, ბოლო პერიოდში 3 სამქულიანი ჩააგდო, რითაც ორლანდოელთა გაქცევას ხელი შეუწყო.
კარტერთან ერთად 3 სამქულიანი ჩააგდო "მეჯიქის" ღრმა სათადარიგო ჩუმა ოკეკემ და ორლანდო ძირითად დროში გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა მალიქ მანკმა ბოლო წამებზე (და კიდევ არაერთ ეპიზოდში) საკრამენტოელები გადაარჩინა.
ბითაძემ მოედანზე 28 წუთი გაატარა და 6 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბითაძეს შესანიშნავი შანსი მიეცა, ორლანდო დაეწინაურებინა თუმცა მეორე ოვერტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი (135:135) იყო, სამქულიანი აუცდა. მეჯიქის მეორე ცენტრმა, სათადარიგო ვენდელ კარტერმა 21 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
საკრამენტოში 37 ქულით მანკი გამოირჩა, თუმცა შთამბეჭდავი სამმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა – 22 ქულა, 23 მოხსნა, 12 პასი. ორლანდოს 19 მოგების წილ 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 6 იანვარს, დენვერში, ნაგეთსთან ელის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბაბუ გოლდენში კუმინგა როა როგორ შეაფასებდი რა პერსპექტივა აქვს მაგ ბიჭს. ამ სეზონში შარშანდელთან შედარებით მომატებული აქვს ხო?
ნორმალური იგროკია,კი მომატებული აქვს მაგრამ გრინის დონე რომ გახდეს საეჭვოა მაინც
ბოსტონთან ფინალებს რომ ვუყურებდი მაშინ იძახდნენ კომენტარები საკმაოდ დიდი ასაკის მისულა კალათბურთზე 2-3 წელია რაც თამაშობსო. სიმართლეს თუ იძახდნენ გამოდის საკმაოდ დიდი ნიჭის პატრონია. გრინივით ჟილკიანი არჩანს უფრო დასტოინი ტიპია. გრინი გუნდია ლეგენდაა კლეისთან, იგუდალასთან და სტეფთან ერთად
საუკეთესო ამერიკელი კალათბურთელი დღეს არის ფორმაში მყოფი კავაი,რაც მაინც საეჭვოა ჯერჯერობით.ანუ ლეონარდის ფორმაში ყოფნაა საეჭვო.დანარჩენი ლებრონი და კარი დაბერდნენ,აღარ არიან ისეთები და კეიდიც მოტეხილია.ახალი თაობა არ არიან კარგი
ამერიკელებისთვის უკვე კატასტროფაა დღევანდელი სიტუაცია,დღეს ლიგის საუკეთესო მოთამაშე ამერკელი არაა.დაჟე ტოპ 3-შიც არ შედის არცერთი ამერიკელი.იოკიჩი ემბიდი იანისი ლუკა,რეალურად ეს ხალხი ყველაზე წინაა დღეს და არცერთი ამერიკელი არაა
რა არის იცი,მარტო სასტარტოებს ვაქცევთ ყურადღებას და სკამიც მნიშვნელოვანია.ამერიკას 3 ერთნაირი ხუთეულის გამოყვანა შეუძლია რასაც ევროპა ვერ შეძლებს და შეიძლება ვერც დანარჩენმა მსოფლიომ შეძლოს.აქ აქვთ ფორა ამერიკელებს თორემ სუფთა ხუთეულებით მარტო ევროპაც მოჭიმავს
ევროპის ხუთეული:დონჩიჩი ბოგდანოვიჩი ვაგნერი იანისი იოკიჩი,მზე ვერ მოჭამოს ამერიკის სუპერსტარებმა ამ გუნდს)))კი ბოგდანა და ვაგნერი იჩაგრებიან ასეთ სტარებში მაგრამ ზატო სამი მონსტრია ერთად)))დანარჩენ მსოფლიოში ბოგდანას შაი შეცვლის,ვაგნერი დასატოვებელია მანდაც.დღეს ეგ ბიჭი აშკარად ყველაზე მაგარი არაამერიკელი 3 ნომერია.ასევე ემბიდი რჩება სკამზე მსოფლიოს)))
დანარჩენი მსოფლიო კი არა მარტო ევროპა ჩამოახევს დღეს ამერიკას ბურთს თავზე)))
კატეგორიულად მოვითხოვ აშშ-ის ნაკრების და დანარჩენი მსოფლიოს მატჩს ))
მატჩს კი არა მატჩების სერიას. იმდენი თავისუფალი დრო აქვთ, მარტივად შეუძლიათ ამის ორგანიზება თუნდაც ნბა-ს სეზონის დაწყებამდე.
ოღონდ ყველა საუკეთესო უნდა მონაწილეობდეს. აი ეგ იქნება ოლსტარი, აბა ახლანდელმა ოლსტარმა აშკარად ჩაყვინა, გინდ ფორმატით, გინდ ინტერესით.
ბიჭებო, დღეის მოცემულობით სასტარტო ხუთეულები როგორი იქნებოდა თქვენი აზრით ?
დღეს ნბა -ში ლუკა, სერბი და ბერძენი სხვებზე წინ რომ არიან ეგ გასაგებია. დალას რომ ვერ ან არ მუშაობს ლუკას ბეჭედზე არ მოჰყავს ის ხალხი ვინც სლოვენიელს ბეჭედს მოაგებინებს გასაგებია. იგივე ლილარდი და ჯო ბერძენთან უკვე სერიოზული ძალაა. ალბათ ზაფხულში ბევრი რამ შეიცვლება გუნდებში არამგონია გოლდენის შეფობამ ურეაქციოდ დატოვოს გრინის გამოხტომები ვიგინსის რეგრესი კლეის ალბათ ვერ შეელევია. მაგრამ ეგეც გასაცვლელია ძაან აქ მოკლებული
გოლდენის პრობლემები გრძელდება,გრინს როდის დააბრუნებენ არავინ იცის და პოლიც დაიმტვრა.რაც შეეხება კლეი-გრინის გაცვლებს,ბოლო წელია ტომპსონის და არ მგონია გაცვალონ.კლუბის ლეგენდაა მაინც და თუ გაშვება მოუნდებათ ზაფხულზე აღარ დაუდებენ ახალ კონტრაქტს.გრინმა ისე აურია ეგ შეიძლება მართლა გაცვალონ თან კონტრაქტი კაიხანი აქვს კიდევ.წინა ზაფხულზე გააფორმა ახალი
დალასის ხელმძღვანელობა სრული ნოლია,ამდენი წელი ვერ მოაბეს თავი დონჩიჩის გარშემო ნორმალური გუნდის შემოკრებას.სწორად ვერ აკომპლექტებენ გუნდს ერთი და არც სტარების სიუხვის დამატებით გამოირჩევიან მეორე.ერთადერთი კაირი მიუყვანეს სტარი და ისიც ისეთია რომ ბოლომდე ვერ დაეყრდნობი,ან გაიტრავმება,ან ისე გაუბერავს ტვინში.რომ მოხდეს სასწაული და კაირი ჩაჯდეს სტაბილურობაში,მაინც არაა ლუკასთვის იდეალური პარტნიორი.ორივე ბურთის მოყვარული მოთამაშეა და ორივე სუსტი დამცველია
აბა მაგალითად ტატუმს ვიღა ჩემი მზის მიყვანა ჭირდება გუნდში,უამრავი სტარი ყავს გვერდით რომლებსაც ვერ იყენებს.დონჩიჩი ფაქტიურად მარტოა სამზევეთში.შეთამაშებაზე წავიდა საუბარი და კაირი მაინდამაინც კარგი ვერსიაა არაა ლუკასთვის,მაგრამ თამაშობს დალასში და ამიტომ აღარ ვამბობ ხოლმე გაუშვანთქო,ერთადერთი ნორმალური ეგ ყავს ლუკას.თუმცა მაინც ჩემი ნება რომ იყოს არც ირვინგს არ ვათამაშებდი დონჩიჩის გვერდით.ლუკას ჭირდება დამცველი გარდი,სმარტი იდეალური ვარიანტია.საერთოდ არაა საჭირო შემტევი-ვარსკვლავური გარდი ლუკას გვერდით
ბაბუ ლუკას ეს მიეცი ის მიეცი აქ ჩასვი იქ ჩასვი და ნახვათ რა იქნება მთლად მასეც არაა რამდენად შეთამაშდებიან აეწყობიან ეგაა თორემ ქაღალდზე ვინ რას აკეთებს ეგ სხვაა. მასე მიე იოკიჩს სტეფს ჯო მორატს ლილარდს და დანარჩენებს სხვა ხალხი და რას იზამს ლუკა იმ სასტავით რასაც შენ თვლი. რეალობა ისაა რაცაა და ამ რეალობაში გოლდენი ძაან არეულია სტეფს მაჯა აქვს ეტყობა ამოვარდნილი იმდენს აცილებს მამ სეზონში რაც 5 სეზონში ერთად არ ექნება აცილებული. ცალკე გრინმა შეიცვალა სპორტის სახეობა
ეს გოლდენი არ გუნდი სადაც ვერ გაუგიათ ვის რა უნდა. ლეიკერსთან პლე-ოფამდეც დავწერე უშანსოდ წააგებენთქო და ისე აგიხდეთ ყველაფერი. ვიგინს რეგრესი აქვს რეაურად ის 1 სეზონი ჰქონდა გამონათება. რაც გრინმა პულს ლეწა იმანაც დაკარგა ღერძი ვაშინგტონშიც ვერ იპოვა საკუთარი თავი. გრინი აშკარად გასაშვებია და კლეიც რთული იქნება გუნდის ისტორიის ნაწილს შეელიო მაგრამ შედეგები თუ უნდათ მაშინ ეგ 2 გასაშვებია
ლუკას სხვა სუპერსტარებისგან განსხვავებით ყავს ძაან სუსტი გუნდი და ამიტომ ვიძახი ესა თუ ის მოთამაშე რომ მიუყვანონთქო.ამ გუნდით რაც ახლა ყავს რომ ვერაფერს მოიგებს ეჭვი ეპარება ვინმეს?აშკარად ჭირდება დალასს გაძლიერება,ცოდვაა დონჩიჩი ეგეთ გუნდში.ვისთან შეთამაშდება და ვისთან არა,მაგასაც ვითვალისწინებ და ისეთ მოთამაშეებს ვწერ,რომლებთანაც ჩემი აზრით დონჩიჩს შეთამაშების პრობლემა არ ექნება.ლილარდი და ჯა არა მზე,კი მაგარი მოთამაშეები არიან,ორივე მევასება მაგრამ დონჩიჩის ნახევარი არაა არცერთი
ანუ დონჩიჩი-ლებრონი-წარბას ტრიომ თუ მოიგო ნბა ვითიბი ლიგა გამოდის?)))მიეცით მიეცით და თუ არ გააჩემპიონებს ნახავთ
ანუ,ეს მოუყვანე ლუკას,ის მოუყვანე და დაიხევს მთელ ნბა-სო არ გამოვა ეგ ამბავი,ის მოყვანილები როგორ გაიხსნებიან მაგის გვერდზე?იმათი სტატისტიკა არ დაიკლებს?ძან ამბიციურები მე-2 მე-3 ნომრობას არ დათანხმდებიან და არ წავლენ მაგასთან მარტო ხელფასისთვის,ჰოდა როგორ გამოვა ეგ ამბავი!
კაი ახლა ალექსანდრა არ იცი კალათბურთი და შეეშვი)))
ერთსაც ვიტყვი და მოვრჩები,ბევრს მოწონს აქ ლუკა,აღფრთოვანებული არიან,მაგრამ მე საერთოდ არ მომწონს,უფრო სწორად მისი თამაშის სტილი,თორემ სტატისტიკა მაგარი და თამაშზე გავლენაც აქვს,ხშირად ზურგით დგას პერიმეტრის სიღმეში აწეული და დაიზლაზნება ბურთით,სტატისტიკის მოთამაშეა რა,მასეთი სტილი იოკიჩს უხდება,მაგრამ არა უკანახაზელს,სტატისტიკა ვესტბრუკსაც მაგარი ქონდა!
აქ ერთი იუზერი ამბობს,მიეცით ლეიკერსს დონჩიჩი და ჩამოკიდეთ მედლები,ანუ სეზონი დასრულებულად ჩათვალეთო,თან იმასაც ამატებს თქვენ ნბა ვითიბი ლიგა ხომ არ გგონიათო?!ჰოდა,თუ დონჩიჩი გააჩემპიონებს ამ ლეიკერსს,მაშინ მართლა ვითიბი ლიგა ყოფილა ნბა!
ნბა-ს რეგულარულს არ ვუყურებ,ჭირივით მეზიზღება ეს შოუ-წარმოდგენა,პლეიოფებიდან ეძლევა რაღაც აზრი და ბოლო წლებში ისეთები ხდება,მაგასაც შემაზიზღებენ მალე!
ბიჭო,ამ ლეიკერსს რა ჭირს?მას შემდეგ რაც ნბა-ს თასი თუ რაღაც ტაშტი მოიგეს სულ გაფარჩაკდნენ!
6 სეზონია ლებრონი რაც ლეიკერსშია და 1 სეზონის გარდა სულ წვალებაშია ტიპი.დავიტანჯეთ ელეის ფანები ამდენი კრიზისით.მოკლედ დიდად არ გამოადგა ეგ ლეიკერსს
2-9 აქვს რეკორდი ბოლო 11 თამაშის ელეის,კატასტროფაა.შემდეგი სამი სახლი კლიპერსი ფინიქსი ტორონტო.არაა გამორიცხული ეგეც რომ წააგოს სამივე
ლეიკერსმა მოხნა ტვინი უკვე ამდენი წაგებით,ის თასი მოიგეს და სულ მოკვდნენ მაგის მერე.ამ მემფისსაც ახლა დაუბრუნდა ჯა და სმარტი.პლეიინის ზონიდანაც ამოვარდა ელეი და არც კალენდარია სახარბიელო მიუხედავად იმისა რომ ბევრი სახლი აქვთ უახლოეს პერიოდში.ლებრონმა 'We just suck right now-ო და მართლა ეგრეა)))
კობიზე მაგარიაო ფუჩურაო ვიღაცამ რომ დაწერა წინაზე მაგაზე მეცინება))))))))ვახ ბიჭო რას უყურებს ეს ხალხი)))))))))
რამხელა მოთამაშეა ტიპი,რამხელა შესაძლებლობები ქონდა და დღემდე აქვს,მაგრამ იმენა ფუჩურია)))მელოს ვარიანტია მაგრამ მელოს არ უკადრია გოლდენის ამბავი)))
ნუ ფინიქსი თავის ფუჩურა ლიდერიანა მიიფუჩრება სადმე)))ოღონდ ეგ ფუჩურა შუა სეზონში სადმე სხვაგან არ გადავიდეს ეგაა საკითხავი ჯერ)))აღარ უნდა ფინიქსი და ეგ ისეთი პრინციპული ტიპია დენვერზე და ბოსტონზე ნაკლებში არ გადავა)))
კავაი ათამაშდა,ჰარდენიც რაღაცას დაემსგავსა და პლეიოფისთვის თუ ფორმაში იქნა ეგ ხალხი,დამთავრებულია ეს სეზონი.ვერანაირი ბოსტონი ან დენვერი ვერ გაუძლებს ლეონარდს რომელსაც ასეთი გუნდი ყავს
ლეიკერსს რაც შეეხება სულ გაფარჩაკდნენ ბოლო თამაშებში და მასე თუ გაგრძელდა ლებრონა ბოლო 20 თამაშში წამოწვება ლოსანჯელესში და მოიმიზეზებს ტრავმებს)))
აბა ისე როგორ გააპრავოს რომ ასეთი ლეიკერსი პლეიოფში ვერ გაყავს?)))არ ვიძახი რომ სასწაული როსტერი ყავსთქო მაგრამ საპლეიოფო შემადგენლობა ნაღდადაა
კი, ეგეთი პირი უჩანს.
ჯოკერი კი ძაან მაგარია მაგრამ მიეცით ლუკას ჯამალა პორტერი გორდონი პოუპი და განახებთ შედეგს.სწორად დაკომლექტებული გუნდი ყავს ჯოკერს.არცერთ პოზიციაზე არ აქვს დენვერს მინუსი
ლუკა კაირი ლაივლი და ჰარდევეი,ეს 4 კაცია დალასი დღეს.დანარჩენი არის ყველა სრული ნოლი და აბსოლიტური ნაგავი.მაგ ოთხიდანაც კაირი ნახევარ სეზონს ჩაჩავაში ატარებს,ლაივლი მაინც როკია და რა უნდა მოთხოვო,ჰარდევეი კიდევ არასტაბილურია.სტაბილური არის ერთი დონჩიჩი და ათრევს ამდენ მზეს მარტო
ლუკა კაირი ანუნობი გრინი ლაივლი სასტარტო,სკამიდან ჰარდევეი პაუელი და ვინც ყავს რა,ყველას ჩამოთვლა მეზარება,აი ამ გუნდით მოთხოვ დონჩიჩს ბეჭედს.ახლანდელი გუნდით რასაც შვება ლუკა ეგეც სასწაუილია.იმენა ერთი კაცის გუნდია,არცერთი გუნდი მასე დამოკიდებული არაა ერთ კაცზე დღეს.ზურგით ათრევს ტიპი ამდენ მზეს და როგორ ახერხებს მართლა მიკვირს
დერიკ ჯოუნსის ექსამის გრინის და ჰარდის დედას შვც ბიჭო,რა უნდა მაგათ ნბა-ს გუნდის სასტარტო ხუთეულებში.ეგეთები ყრია 2 ლარად ამერიკის ქუჩებში.ევროლიგის დონეზეც ვერ გაქაჩავს ეგ ხალხი.ლუკას და კაირის გარდა ერთადერთი ლაივლი შეიძლება გამოიყენო.ვინგების და დაცვის სერიოზული პრობლემები აქვს დალასს.3-4 ნომრები ჭირდება მაღალი დონის.ანუნობი და დრაიმონდი დახატავდა მაგრამ სადაა
გოლდენმა მართლა რა თამაში წააგო ბიჭოს,მოხერხება უნდოდა მაგას)))ჯოკერმა მაგარი ვინერი ატაკა.გეუბნებით კერი შესაცვლელიათქო და არ გჯერავთ.გოლდენსტეიტს საკმაოდ მაგარი შემადგენლობა ყავს,ლუკას დალასი კი არაა.არანაირად არ უნდა ქონდეს ასეთი შედეგები და დროა მწვრთნელს მკაცრად დაებაზრონ.სტეფი კლეი გრინი პოლი ვიგინსი ლუნი პოძიემსკი პეიტონი კუმინგა და რა ვიცი,მეტი რაღა უნდა ყავდეს,პრაიმ დურანტი ხო არ უნდათ კიდევ.დაუშვებელია ასეთი როსტერით ამდენი წაგება და კერზე მოსათხოვოა სერიოზულად,დღესაც მოგებული ეგონა თამაში და რა ქნა.აირია გუნდიო იტყვიან და ვინაა პასუხისმგებელი გუნდის არევაზე?ხელიდან თუ გაურბის სადავეები,მით უფრო გასაშვებია.დალასს რაც შეეხება,მარტო რას იზამენ ლუკა და კაირი,ნაგავია დანარჩენი ყველა.კაირიც სულ ტრავმიანობს და მარტო დონჩიჩი ათრევს ამ სამზევეთს.რა შანსი უნდა ქონდეს ამ დალასს?დალასს რომ შანსი ქონდეს დონჩიჩმა უნდა გააკეთოს არარეალური სასწაულები და რეალობაში არ ხდება ეგრე,ნბა-ა ვითიბილიგა კი არა.მაქსიმუმი იქნება პლეიოფი და ისიც დონჩიჩის სასწაულების იმედად
ბრავო გოლდენს დღეს რაც ამათმა გააკეთეს ამას უდიდეს ,,ნიჭი და მონდომება უნდა" 18 ქულა გაანიავეს 7-8 წუთში არა რა მაგ გუნდში ძირეული ცვლილებებია საჭირო. ასეთი გუნდით არ იმსახურებენ პლეიოფს. იოკიჩმა კი რა 3 ტენა ბოლო წამს და თან საიდან. გოგოს რაც შეეხება ბრავო მართლა მაგარი სეზონი აქვს აი მამუს ნბა-ში დარჩენა კი კითხვის ნიშნის ქვეშააა პოპოვიჩს რა უნდა მხოლოდ ფრანგის ამოქაჩვაა? დროს საერთოდ არ აძლევს მამუს ასე ის როგორ უნდა განვითარდეს მარტო ვარჯიშით? პრაქტიკის გარეშე არაფერი გამპოვა
არაუშავს გოგას, მაინც კაი სეზონია გამოსდის წინებისგან განსხვავებით !
ლუკას და კაირის ძაან მაგარი ქიმია აქვთ, თან კაირის პრაიმმა გადაიარა და დიდი პრეტენზიებიც არ აქვს, თავის ჩასაგდებს 25-30 შუალედში ყოველთვის ჩააგდებს და ლუკა მთავარი ვარსკვლავი კიდე ხატავს. ძაან აღფრთოვანებულია კაირი დონჩიჩის თამაშით, ეტყობა თითოეულ მომენტში და მაგარი დუეტია , ცოტა მეტი სიღრმე რო ქონდეთ ძაან მაგარი გუნდი იქნებოდა რა. ნორმალური მაღალი და ცოტა მეტი სიღრმე.