კალათბურთი

2:01 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი და "ვირტუსის" გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის მე-18 ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა, რომელიც დრამატულ ბრძოლაში, 85:83 დაამარცხა.

გერმანელებმა ტაიმი 4 ქულით მოიგეს და უპირატესობას ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ შემდეგ ლუკა ბანკის გუნდმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და გამარჯვება მოიპოვა.

„ვირტუსში“ საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 32 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მატჩის MVP გახდა.

„ვირტუს ბოლონია“ 13 მოგებით და 5 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 იანვარს, ბერლინში, „ალბას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118548