საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
წყაროს თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, გიორგი 5 იანვარს, საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“ მატჩისთვის „მეცის“ მთავარი მწვრთნელის, ლაშლო ბოლონის განკარგულებაში იქნება.
მიქაუტაძე ფრანგულ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „აიაქსში“ 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.