„ნაპოლის“ მეკარის ალექს მერეტის ტრავმა იმაზე სერიოზული გამოდგა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
იტალიური მედიის ცნობით, მერეტი თვე-ნახევრიდან ორ თვემდე იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის ბოლომდე შეიძლება მოედანზე ვერ გავიდეს და ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ პირველი მატჩიც გამოტოვოს.
მერეტს პიერლუიჯი გოლინი შეცვლის, რომელიც „აძურიში“ მეორე მეკარეა. მიმდინარე სეზონში ალექს მერეტმა „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 22 შეხვედრა ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
7 დან 2 ცუდია, კარგია რომ სამიანი ჩააგდო,.. პირველ წრეში ევროლიგაში ლიდერებში ყოფნის მიუხედავად, ადრეც ვწერდი, არ მჯერა ვირტუსის მომავლის, ვქომაგობ თოკოს,რომელიც გამორჩეულს არა და კარგ სეზონს ატარებს....