სხვა

1:02 | 3.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთში ევრო 2024 იწყება: საქართველოსთვის ეს ზედიზედ მე-6 ევროპის ჩემპიონატია

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეექვსედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ტურნირი 4-16 იანვარს ხორვატიაში (ზაგრები, დუბროვნიკი) გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი წელს ახალი ფორმატით ჩატარდება. მონაწილე 16 ნაკრები გასული ევროპირველობის შედეგების მიხედვით, ორ დივიზიონში გადანაწილდა.

საქართველო ხორვატიასთან, უნგრეთთან, ესპანეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან, საფრანგეთთანა და მონტენეგროსთან ერთად I დივიზიონში მოხვდა, II დივიზიონი კი ნიდერლანდებმა, გერმანიამ, სერბეთმა, რუმინეთმა, ისრაელმა მალტამ, სლოვაკეთმა და სლოვენიამ დააკომპლექტეს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში იტალიას (4 იანვარი), უნგრეთს (6 იანვარი) და საბერძნეთს (8 იანვარი) დაუპირისპირდება. პირველი დივიზიონის ორივე ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები მეოთხედფინალში გავა, დანარჩენი 4 გუნდი კი პლეი-ოფში გადაინაცვლებს, სადაც მეორე დივიზიონის ორი ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნებთან იბრძოლებენ მეოთხედფინალის საგზურისთვის.

0.110199