„მეცი“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. როგორც ცნობილი გამოცემა L’Equipe იტყობინება, ქართველის „მეცში“ დაბრუნება გარდაუვალია.
„აიაქსმა“ გიორგი „კადისთან“ ესპანეთში ამხანაგური მატჩისთვის არ წაიყვანა და ოფიციალურად ამის მიზეზად მოსალოდნელი ტრანსფერის დაასახელა. მხარეები ახლა მუშაობენ ტრანსფერის პირობებზე.
ფრანგებს სურთ, რომ 6-თვიანი იჯარის გარდა, მათ ზაფხულში მიქაუტაძის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდეთ. მოგეხსენებათ, ის „აიაქსმა“ 16 მილიონ ევროდ და პლუს ბონუსებად შეიძინა. „მეცის“ ხელმძღვანელობა ჩქარობს ტრანსფერის წარმატებით დახურვას, რადგან სურთ, 5 იანვარს, საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“ მატჩისთვის განაცხადშიც შეიყვანონ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „აიაქსში“ 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.