ჩოგბურთი

22:58 | 2.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა და 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ლუქსემბურგის ტურნირის 1/16-ფინალში დანიელ ელმერ მიოლერს ორ სეტში, 6:4, 7:5 აჯობა. ნიკოლოზმა მეტოქის ჩაწოდების მოგება ორივე სეტში მოახერხა, რაც გადამწყვეტი გამოდგა.

შედეგად, ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად რეიტინგში 596-ე ადგილზეა, მერვედფინალში ითამაშებს, სადაც ჩეხ იონას ფორეიტეკს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114049