უეინ რუნი „ბირმინგემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ინგლისელის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა.
რუნიმ „ბირმინგემი“ ოქტომბერში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი 14 პოზიციით დაქვეითდა სატურნირო ცხრილში - 15 მატჩი, 2 მოგება, 4 ფრე, 9 წაგება.
შეგახსენებთ, რომ უეინ რუნის მანამდე „დერბი ქაუნთისა“ და „დი სი იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად აქვს ნამუშევარი.