იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სუპერლიგის წინააღმდეგია. როგორც მან თქვა, სუპერლიგით ფეხბურთში პატარა გუნდების მხრიდან დიდ გუნდების წინააღმდეგ გამარჯვებები დაიკარგება, რაც ფეხბურთს ხიბლს წაართმევს.
„სუპერლიგა ეს არის სამყაროს ნაყოფი, რომელშიც დავითის მიერ გოლიათის დამარცხების საოცრება გაქრება. ჩვენ ვკარგავთ წარსულის კარგ სურნელსა და არომატს. მათ არ ესმით, რომ სანამ ბურთი და ორი კარი არსებობს გოლის გასატანად, ადამიანები გააგრძელებენ ფეხბურთის არჩევას, რომლითაც ყველაზე მეტად არიან გატაცებული“, - თქვა სპალეტიმ.