კალათბურთში, ცნობილი ქართველი მსაჯი დავით ბერეკაშვილი მოულოდნელად, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.
„განსაკუთრებით გვიმძიმს ახალი წლის მტკივნეული ამბით დაწყება: 50 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა საერთაშორისო კლასის დამსახურებული ქართველი არბიტრი, დავით ბერეკაშვილი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა ქართულ კალათბურთს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დავითის გარდაცვალების გამო! წლების განმავლობაში გაწეული მისი ამაგი ნამდვილად შეუფასებელია და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იქნება ქართული კალათბურთისთვის“, - ნათქვამია კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.