ინგლისის ჩემპიონშიფის 26-ე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „პლიმუთს“ დაუპირისპირდა, რომელსაც დაუზავდა (3:3), გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასი გააკეთა.
ქართველის შესანიშნავი პასის შემდეგ ისმაელ კონემ ეფექტური დარტყმით იმ დროისთვის ანგარიში 2:2 გახადა. გიორგიმ ზედიზედ მეორედ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე კი 72-ე წუთამდე იყო.
ქართველს მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში, ხოლო „უოტფორდი“ 36 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 იანვარს, ქპრ-ს ესტუმრება.