საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურში „ლიონმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 20:18 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის რიგებში თითო ლელო ქართველების ანგარიშზეა: 24-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა უწია მეტოქის ჩათვლის მოედანს და იმ დროისთვის „ლიონი“ 15:3 დააწინაურა, ხოლო 4 წუთის მერე ვანო კარკაძემ სხვაობა შეამცირა (17:8).
„ლიონი“ სატურნირო ცხრილში 4 მოგებით და 7 წაგებით მე-12 ადგილზეა, ხოლო „მონპელიე“ 2 მოგებით და 9 წაგებით ბოლო, მე-14 საფეხურზეა.