ფეხბურთი

22:54 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ „სასუოლო“ პულიშიჩის გოლის წყალობით დაამარცხა

იტალიური სერის A-ს მე -18 ტურის მატჩი დასრულდა, რომელშიც „მილანი“ „სასუოლოს“ მასპინძლობდა. „მილანმა“ მინიმალური უპირატესობით დაამარცხა მოწინააღმდეგე - 1:0.

მატჩში ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ამერიკელმა კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა.

ამ დროისთვის, „მილანი" იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ცხრილში მესამე ადგილზეა, 18 მატჩში 36 ქულით. „როსონერის" ჩამორჩენა ლიდერ „ინტერთან" 9 ქულაა.

იტალია. სერია A. მე-18 ტური. 30 დეკემბერი: მილანი - სასუოლო 1:0, ატალანტა - ლეჩე 1:0, უდინეზე - ბოლონია 3:0, კალიარი - ემპოლი 0:0, ვერონა - სალერნიტანა 0:1 იუვენტუსი - რომა მოგვიანებით დაიწყება.

0.088445