არგენტინის ნაკრების თავკაცი, ლიონელ სკალონი, ეროვნული გუნდების საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გახდა 2023 წელს, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) თანახმად.
მთავარი მწვრთნელების საუკეთესო ათეული:
ლიონელ სკალონი, არგენტინა (185 ქულა);
დიდიე დეშამი, საფრანგეთი (112);
რობერტო მარტინესი, პორტუგალია (61);
ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთი (56);
მარსელო ბიელსა, არგენტინა (43);
ჰაჯიმე მორია, იაპონია (20);
გარეტ სუთგეიტი, ინგლისი (19);
სილვინიო, ალბანეთი (16);
ვალიდ რეგრაგი, მაროკო (15);
სტივ კლარკი, შოტლანდია (7).
2023 წელს, არგენტინის ნაკრებმა ოთხი ამხანაგური მატჩი ითამაშა და ოთხივე მოიგო. ასევე „ალბისელესტემ“ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ექვს შერჩევ მატჩში, ხუთჯერ გაიმარჯვა.