შაბათს, 30 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურის ექვსი მატჩი იმართება. ამ დროისთვის ხუთი შეხვედრა დასრულდა, ერთიც მოგვიანებით გაიმართება.
„ასტონ“ ვილამ“ ბოლოსკენ გატეხა კაცნაკლული „ბარნლი.“ ანგარიში 2:2 გახლდათ, როცა 87-ე წუთზე ბრაზილიელმა დუგლას ლუისმა ზუსტად დაარტყა პენალტი და - 3:2. ახლა ბირმინგემელებს 42 ქულა მოუგროვდათ და ლიდერ „ლივერპულს“ გაუთანაბრდნენ, თუმცა მერსისაიდელები დამატებითი მაჩვენებლებოთ კვლავ პირველ ადგილზე რჩებიან და თამაშით ნაკლები აქვთ.
„მანჩესტერ სიტიმ“ უპრობლემოდ დაამარცხა „შეფილდ იუნაიტედი“ (2:0) და 40 ქულით მესამე პოზიციაზეა, თუმცა „არსენალსაც“ ამდენივე ქულა აქვს.
დუბლი მიითვალეს ჩელსელმა კოულ პალმერმა და კრისტალპალასელმა მაიკლ ოლისემ. შესაბამისად „ლუთონთან“ და „ბრენტფორდთან.“
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-20 ტური. 30 დეკემბერი: ლუთონი - ჩელსი 2:3, მანჩესტერ სიტი - შეფილდ იუნაიტედი 2:0, ასტონ ვილა - ბარნლი 3:2, კრისტალ პალასი - ბრენტფოდი 3:1, ვულვერჰემპტონი - ევერტონი 3:0, ნოტინგემ ფორესტი - მანჩესტერ იუნაიტედი -მოგვიანებით გაიმართება