ფეხბურთი

20:10 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის“ განაცხადში 4,5 თვის განმავლობაში პირველად მოხვდა

„მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს „შეფილდ იუნაიტედთან" მე-20 ტურის მატჩში შეუძლია მონაწილეობა. 32 წლის ბელგიელი თავისი გუნდის განაცხადში მოხვდა. ფეხბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ამრიგად, ნახევარმცველი „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 4,5 თვის განმავლობაში პირველად მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინი ბოლო დრომდე თეძოს ტრავმას იშუშებდა. ნახევარმცველმა იგი 11 აგვისტოს, პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში „ბარნლისთან“ (3:0) მიიღო.

დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ რვა წელია (2015 წლიდან) თამაშობს. გასულ სეზონში ნახევარმცველმა „ქალაქელების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 ბურთი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.103723