ცნობილი ქართველი მწვრთნელი თემურ მახარაძე 75 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
მახარაძეს წარმატებული კარიერა ჰქონდა. ბოლოს ის, 2022 წელს საგარეჯოს „გარეჯში“ მუშაობდა, მანამდე კი „ლოკომოტივის“, „მერანი 91-ის“, „სიონის“, „ზესტაფონის“, „ოლიმპის“, „დილას“, „სასკოს“, „გურიას“, „საპოვნელას“ და „რუსთავის მწვრთნელი იყო.
2010 წელს მან „ოლიმპს“ საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 2008 წელს „ზესტაფონთან“ ერთად საქართველოს თასს დაეუფლა.