ფეხბურთი

15:14 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრობლემები "ალ-იტიჰადში": ბენზემამ ქალაქი დატოვა და არ იციან, სად არის

„ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ბოლო დროს საუდის არაბეთში კრიტიკის ობიექტი გახდა.

ფრანგი თავდამსხმელის თამაშით კლუბის გულშემატკივრები და ასევე, მედია უკმაყოფილო არიან. ბოლო ცნობებით კი, მან ქალაქი ჯიდაც დატოვა, სადაც „ალ-იტიჰადია“ დაბინავებული.

ბენზემა არ გამოჩნდა გუნდის ბოლო ვარჯიშებზე და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ არავინ იცის სად არის ან რა მოტივით გააცდინა ვარჯიშები. უფრო მეტიც, ინსტაგრამზე ბენზემას გვერდიც აღარ იძებნება.

ქარიმ ბენზემა „ალ-იტიჰადს“ ზაფხულში შეუერთდა და 24 მატჩში 15 გოლი გაიტანა, მიუხედავად ამისა, მის მიმართ კრიტიკა მაინც ისმის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113201