ფეხბურთი

14:23 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" დიმარკოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მილანის „ინტერმა“ ფედერიკო დიმარკოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. 26 წლის მცველი „ნერაძურის“ ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, დიმარკოს ანაზღაურება სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება.

ფედერიკო დიმარკო „ინტერის“ აკადემიის აღზრდილია, შემდეგ იჯარით „ასკოლიში“, „ემპოლიში“, „სიონში“, „პარმასა“ და „ვერონაში“ თამაშობდა, ხოლო 2021 წლიდან „ნერაძურის“ შეუცვლელი ფიგურაა, რომლის მაისურით დღემდე 113 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში დიმარკოს 16 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.104258