ფეხბურთი

13:55 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეს შეუძლია ჩვენი საკვანძო ფეხბურთელი გახდეს"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა „სტოკ სიტისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. მან კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძეზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველს შეუძლია „უოტფორდის“ საკვანძო ფეხბურთელი გახდეს.

„შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ, შევინარჩუნეთ სიმშვიდე, რაც სამშაბათს გვაკლდა. ისეთი შეგრძნება იყო, გოლის გატანა შეგვეძლო. მეორე ტაიმში გიორგი ჩაკვეტაძემ ბურთი ძელს გაარტყა, როცა უკვე 10 ფეხბურთელით ვიყავით. ეს აჩვენებს, რომ გუნდში ხარისხი არსებობს და აჩვენებს, რომ სამშაბათს ჩვენთვის უბრალოდ ცუდი დღე იყო.

გიორგი ჩაკვეტაძეს ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ განსხვავება შექმნას, მას შეუძლია ჩვენთვის საკვანძო მოთამაშე იყოს. ცოტა იმედგაცრუებული იყო, რადგან ბევრი თამაში არ უწევდა, მაგრამ ვუთხარი, რომ ბევრი თამაში გვქონდა და მისი შანსი მოვიდოდა. ეს უბრალოდ აჩვენებს, რამდენად კარგი გუნდი გვყავს“, - თქვა ისმაელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს აქტივში. „უოტფორდი“ 35 ქულით მეათეა და მომდევნო ტურში 1 იანვარს, „პლიმუთს“ ესტუმრება.

0.116118