კალათბურთი

11:00 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის რიგით მე-19 გათამაშება 15 იანვარს დაიწყება

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ხსოვნის ტურნირი 15-დან 20 იანვრის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია, 2006 წლიდან ტარდება და წელს იგი მე-19-ედ გათამაშდება. მემორიალის ყველა შეხვედრა, ჯგუფური ეტაპისა და პლეი ოფის ჩათვლით, თბილისში ჩატარდება.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას სუპერლიგის 10 გუნდი მიიღებს. მემორიალში მონაწილეობაზე უარი “ბათუმმა” განაცხადა. გუნდები 3 ჯგუფში სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის მიხედვით გადანაწილდნენ. A ჯგუფში თავი თსუ-მ, გორის ივერიონმა, რუსთავმა და რაშმა მოიყარეს, B ჯგუფი გურჯაანის დელტამ, ორბმა და კავკასიამ შეადგინეს , ხოლო C ჯგუფი ქუთაისმა, გაუ-მ და მარგვეთმა შეავსეს. გათამაშების ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და პლუს 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.

მემორიალის მოქმედი ჩემპიონი “რუსთავია”, რომელმაც 2023 წლის 9 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “მეგა” დაამარცხა. მთლიანობაში რუსთაველებს საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალი ყველაზე მეტჯერ – ექვსჯერ აქვთ მოგებული.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 15, 16 და 17 იანვარს გაიმართება, 18-ში ნახევარფინალები, ხოლო 20 იანვარს ფინალური მატჩი ჩატარდება. ყველა შეხვედრას თბილისი არენას უმასპინძლებს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11419