იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ფროზინონე“ სტუმრად „ლაციოსთან“ დამარცხდა, გიორგი კვერნაძემ კი ითამაშა.
ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი მატიას სულეს გოლით 70-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ მერე სამი უპასუხო გოლი გაუშვა და 1:3 წააგო. კვერნაძე თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. „ფროზინონე“ 19 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 იანვარს, „მონცას“ უმასპინძლებს.
„ტორინო“ სტუმრად „ფიორენტინასთან“ 0:1 დამარცხდა, საბა საზონოვი სათადარიგო სკამზე იყო. ტურინელები 24 ქულით მე-10 ადგილზე არიან, მომდევნო ტურში კი 7 იანვარს, „ნაპოლის“ უმასპინძლებენ.
ინგლისის ჩემპიონშიფში „უოტფორდი“ შინ „სტოკ სიტის“ დაუზავდა - 1:1. გოლის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა, რაც მის ინგლისურ კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო და გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ ხარიხამ ხელი შეუშალა. „უოტფორდი“ 35 ქულით მეათეა და მომდევნო ტურში 1 იანვარს, „პლიმუთს“ ესტუმრება.