ფეხბურთი

1:24 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მონცას" ფეხბურთელი: "კვარაცხელია გუნდურად გავაჩერეთ"

„მონცას“ ფეხბურთელმა პატრიკ ჩიურიამ „ნაპოლისთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. როგორც მან თქვა, ის გუნდური თამაშით გააჩერეს:

„რა თქმა უნდა, კვარაცხელია ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მისი გაჩერება გუნდური თავგანწირვისა და ქულის მოპოვების სურვილით შევძელით“, - თქვა „მონცას“ ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ შეიძლება ტურის დასრულების მერე მერვე პოზიციაზეც იყოს. ვალტერ მაძარის გუნდი მომდევნო ტურში 7 იანვარს, სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება. სხვათა შორის, "აძურის" ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.352526