ფეხბურთი

14:25 | 11.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა ურუგვაის ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თუმცა ფიფამ მას ამხანაგურ შეხვედრებში თამაშის ნება დართო.

ურუგვაიმ საუდის არაბეთთან ფრე 1:1 ითამაშა. 27 წლის თავდამსხმელი სამხრეთ ამერიკელთა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მატჩში ანგარიში მისი აქტიურობის შედეგად გაიხსნა. 47-ე წუთზე სუარესის მიერ კარისკენ დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა და აზიელმა ფეხბურთელმა რიკოშეტით საკუთარ კარში გაიტანა.

ლუის სუარესის საკლუბო დებიუტი "ბარსელონაში" შესაძლოა 25 ოქტომბერს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შედგეს.

0.115854