ფეხბურთი

20:20 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

უგო ლორისი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

ვეტერანი მეკარე, უგო ლორისი იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ტოტენჰემს“ დიდი ალბათობით დატოვებს.

ლორისმა მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და საერთოდ არ უთამაშია. ამიტომ, მზადაა კარიერა ამერიკაში გააგრძელოს და სავარაუდოდ, „ლოს ანჯელესში“ გადავა.

„დეზების“ მთავარ მეკარედ მიმდინარე სეზონში გულიელმო ვიკარიო იქცა, ამიტომაც ლორისს თამაში არ უწევს.

უგო ლორისი „ტოტენჰემში“ 2012 წლიდან თამაშობს და 447 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის სამშობლოში „ნიცას“ და „ლიონის“ კარს იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125396