ფეხბურთი

19:40 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი მცველი: "მოურინიო ყოველთვის ასე იქცევა, ამიტომ, რაც მოხდა, კვარას ბრალია"

„ნაპოლის“ ყოფილმა მცველმა ჯენარო სკარლატომ ჟოზე მოურინიოს და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელის ბრალი ის იყო, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს მიუახლოვდა და მის პროვოკაციას წამოეგო.

„კვარაცხელიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მოურინიოსთან ახლოს არ მივიდოდი, რადგან პორტუგალიელი მწვრთნელისთვის ეს დამახასიათებელია. მას სურს მეტოქეზე მენტალურ დონეზე გავლენა მოახდინოს. მოურინიო ყოველთვის ასე იქცევა: მოგიახლოვდება და ჩაგეხუტება, მაგრამ რეალურად შენი დაზიანება სურს. კვარაცხელიას ბრალია, რადგან მოურინიოს მიუახლოვდა და კამათში აჰყვა. ეს ყველაფერი წამებში მოხდა, ვერც მაძარი და ვერც დი ლორენცო ქართველს ამ სიტუაციას ვერ განარიდებდნენ. ფაქტია, „რომას“ სამწვრთნელო შტაბს ყველაზე მეტი დისკვალიფიკაცია აქვს, რადგან მათი დამოკიდებულება სასაცილოა და ეს „ნაპოლისთან“ მატჩშიც ვნახეთ“, - თქვა სკარლატომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ „რომა“ – „ნაპოლის“ მატჩის პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას უსაყვედურა და სიმულაციაში დასდო ბრალი, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა.

0.119462