„კარაგუმრუქმა“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, „მილანის“ და „ჯენოას“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეა ბერტოლაჩი დაიმატა.
მან მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი „კრემონეზეში“ გაატარა, სადაც ლუკა ლოჩოშვილის თანაგუნდელი იყო. კრემონელებმა ანდრეა სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს თურქეთში.
ბერტოლაჩი „კარაგუმრუქს“ კარგად იცნობს, რადგან ამ გუნდში 2020-2021 და 2022-2023 წლების სეზონში თამაშობდა. კარიერის განმავლობაში ის „რომას“, „ლეჩეს“, „ჯენოას“, „მილანის“, „სამპდორიას“ და „ქაისერისპორის“ ღირსებას იცავდა, იტალიის ნაკრებში კი 5-ჯერ აქვს ნათამაშები.
ზოგადად, „კარაგუმრუქში“ ბევრი იტალიელია - დავიდე ბირასკი, ფედერიკო ჩეკერინი, სტეფანო სტურარო, ფლავიო პაოლეტი და კევინ ლაზანია.
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „კარაგუმრუქმა“ ორივე მატჩი წააგო „გალათასარაისა“ (0:1) და „გაზიანეთეფსპორთან“ (0:3), ხოლო მომდევნო ტურში 6 იანვარს, „სამსუნსპორს“ შეხვდება.