ფეხბურთი

21:55 | 28.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ბონუჩიზე უარი თქვა

„რომას“ მფლობელებმა „უნიონ ბერლინიდან“ ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერზე უარი თქვეს. ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, მიუხედავად შეთანხმებისა, ბოლო მომენტში რომაელებმა ვეტერანი მცველის დამატენა იუარეს და იანვარში სხვა მცველის ყიდვას ეცდებიან. ბონუჩის ტრანსფერს „რომას“ ფანები აპროტესტებდნენ, რამაც შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია.

ბონუჩიმ „უნიონ ბერლინში“ დღემდე მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის, 2010-2017 და 2018-2023 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა. მას სხვადასხვა დროს ასევე უთამაშა „ინტერში“, „ტრევიზოში“, „პიზაში“, „ბარისა“ და „მილანში“.

0.299052