ფეხბურთი

21:14 | 28.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნის ნაკრებში 17 წლის ფეხბურთელი გამოიძახეს, რომლის ფოტომ სკანდალი გამოიწვია

კამერუნის ნაკრებმა აფრიკის თასისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი 17 წლისაა.

„ვიქტორია იუნაიტედის“ ნახევარმცველი ვილფრიდ ნათან დუალა, ნაკრებში პირველად გამოიძახეს, მაგრამ სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უფრო კონკრეტულად დუალას ფოტოს, რომელიც 17 წლის ასაკის გარეგნობით ნამდვილად არ გამოირჩევა.

აფრიკაში ასაკის გადაკეთება დღემდე დიდი პრობლემაა, ამიტომაც, ფიქრობენ, რომ რეალურად დუალა არა 17 წლის, არამედ ბევრად დიდია.

აფრიკის თასის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნის ნაკრები გვინეას, სენეგალს და გამბიას დაუპირისპირდება.

0.121951