გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ შესანიშნავი სეზონი აქვს, რასაც უბრალო სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს.
მიმდინარე სეზონში მან კარის მშრალად შენახვა 6-ჯერ მოახერხა, სულ კი, მას მერე, რაც „ღამურებს“ რუბენ ბარახა წვრთნის, ეს ათჯერ გააკეთა (4-ჯერ გასულ სეზონში). არც ერთ სხვა მწვრთნელთან „ვალენსიაში“ გიორგის ასეთი შედეგი არ ჰქონია.
მას ლა ლიგაში მთლიანობაში დღემდე 74 მატჩი აქვს ჩატარებული და 21-ჯერ არ გაუშვა გოლი. ხოსე ბორდალასის ხელმძღვანელობით მან კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა, ხოლო ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით მხოლოდ სამჯერ.
„ვალენსია“ უახლოეს მატჩს 2 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.