ფეხბურთი

17:36 | 28.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები გაირკვა

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ეს ტურნირი ისევ ორ ზონადაა დაყოფილი, დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებად, შესაბამისად, გუნდების ამის მიხედვით დაწყვილდნენ.

ჯაბა ჟიღაურის „ნასაფს“ „ალ აინთან“ მოუწევს თამაში, ხოლო თომა ტაბატაძის „ნავბაჰორის“ მეტოქე „ალ იტიჰადი“ იქნება.

„ნასაფი“ (უზბეკეთი) – „ალ აინი“ (ემირატები)

„ალ ფაიჰა“ (საუდის არაბეთი) – „ალ ნასრი“ (საუდის არაბეთი)

„სეპაჰანი“ (ირანი) – „ალ ჰილალი“ (საუდის არაბეთი)

„ნავბაჰორი“ (უზბეკეთი) – „ალ იტიჰადი“ (საუდის არაბეთი)

„ჩონბუკი“ (სამხრეთ კორეა) – „პოჰანგი“ (სამხრეთ კორეა)

„ულსან ჰიუნდაი“ (სამხრეთ კორეა) – „კოფუ“ (იაპონია)

„შანდონგი“ (ჩინეთი) – „კავაზაკი“ (იაპონია)

„ბანგკოკი“ (ტაილანდი) – „იოკოჰამა მარინოსი“ (იაპონია)

აქვე გეტყვით, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები 12-19 თებერვალს გაიმართება.

0.119176