სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:16 | 28.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას" იანვრის სატრანსფერო მიზნები ცნობილია

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ძირითადი მიზნები დაასახელა - გვამცნობს 90min.

კატალონიური კლუბი მარჯვენა მცველისა და დაცვითი ნახევარმცველის პოზიციებზე მოთამაშეების შეძენით არის დაინტერესებული. ასევე სჭირდებათ შემტევი ფეხბურთელი.

რაც შეეხება თავდასხმის ხაზის გაძლიერებას, კატალონიელები პირველ რიგში არგენტინული „ველესის“ გარემარბის ჯანლუკა პრესტიანის შეძენის საკითხს განიხილავენ.

დაცვის მარჯვენა ფრთის პოტენციურ გამაძლიეებლად, ბარსელონელები „ჟირონას“ არნაუ მარტინესის ვარიანტს არჩევენ. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა აღფრთოვანებულია 20 წლის ფეხბურთელის თამაშით მიმდინარე სეზონში.

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველ ჯოვანი ლო ჩელსოს კატალონიელები ცენტრალური ნახევარდაცვის ზონის გაძლიერების პოტენციურ კანდიდატად განოხილავენ..

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გარკვეულ პირობებში პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა „ბარსელონაში“ დარჩეს.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115041