ფეხბურთი

11:49 | 28.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო გროსო „ლიონისგან“ კომპენსაციას ითხოვს

„ლიონის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსო ითხოვს ფულად კომპენსაციას იმიჯის დაზიანებისთვის, რომელიც მას გუნდიდან გათავისუფლების გამო მიადგა - წერს Corriere dello Sport. შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს ფრანგულმა კლუბმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გროსოს გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი „ლიონთან“ დათმობაზე წასვლას და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს. იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ გათავისუფლებამ მას რეპუტაციას ზიანი მიაყენა და კომპენსაციის სახით 1,5-2 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო გროსომ ფრანგული კლუბი წლეულს 16 სექტემბერს ჩაიბარა. მანამდე მან თავისი სათამაშო კარიერის ორი წელი „ლიონში“ გაატარა - 2007 წლიდან 2009 წლამდე.

0.128059