ფეხბურთი

0:54 | 28.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "მწვრთნელის შეცვლა ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არ არის"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ მაქსიმუმს გააკეთებენ.

„ნაპოლიში“ სკუდეტოს მოგება და ამის გაკეთება, რაღაც წარმოუდგენელია. „ფროზინონესთან“ მატჩის ღამეს არ მეძინა, ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მატჩი, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ ისე, რომ არ ვიფიქროთ იმაზე, რაც იყო.

„ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ვეცადოთ მომდევნო ეტაპზე გასვლა. მწვრთნელის შეცვლა ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არ მიდის, რაც ჩვენთვის სამწუხაროა“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ წელს ბოლო მატჩს 29 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „მონცასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111605